დამაინტრიგებელი ისტორიები ყველა დროის ყველაზე ცნობილი სურათებს მიღმა
03/13/2021
მადამ ფისუნია-ის
მიერ
1.
სატურნი შთანთქავს თავის შვილს, ფრანსისკო გოია, 1823 წ
“სატურნი შთანთქავს თავის ძეს” ასახავს ბერძნულ მითს ტიტანი კრონოსზე (რომანიზებული სატურნი), რომელიც, იმის შიშით, რომ მას ერთი მისი შვილი დაამხობდა, ყველას ჭამდა მათი დაბადებისთანავე. ნამუშევარი ერთ – ერთია იმ 14 შავ ნახატს შორის, რომლებიც გოიამ დახატა უშუალოდ თავისი სახლის კედლებზე.
2
ვარსკვლავებიანი ღამე, ვინსენტ ვან გოგი, 1889 წ
ფსიქიური აშლილობის შემდეგ, რამაც გამოიწვია მარცხენა ყურის თვით დასახიჩრება, ვან გოგმა ნებაყოფლობით მიიღო გადაწყვეტილება სენ – პოლ – დე – მავზოლელის ფსიქიატრიულ თავშესაფარში გადაცხოვრებისა 1889 წელს. ამ პერიოდში მან წარმოადგინა რამდენიმე მისი კარიერის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები, მათ შორის \"Irises\" და ლურჯი ავტოპორტრეტი. \"ვარსკვლავური ღამე\" გვიჩვენებს თავშესაფარში მისი ოთახის ფანჯრიდან ხედს მზის ამოსვლამდე, იდილიური სოფლის ხედების დამატებით.
დიდი ტალღა კანგავასთან, კაცუშიკა ჰოკუსაი, 1829 - 1833 წწ
კომპოზიცია მოიცავს სამ მთავარ ელემენტს: ზღვა ქარიშხლისაგან აღელვებული, სამი ნავი და მთა. თოვლით დაფარული მწვერვალი ცნობილი მთა ფუჯია, რომელიც იაპონიაში ითვლება წმინდა და ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლოდ, ასევე სილამაზის სიმბოლოდ. ნავების გამოყენებით, მათი ოცდაათი მგზავრით, მივხვდებით, რომ ტალღა უნდა იყოს 12 მეტრამდე სიმაღლის. ტალღა, რომელიც ბრჭყალივით ეხვევა ფუჯის მთის გარშემო, გვიჩვენებს მხატვრის შიშს და არაპროგნოზირებადი ზღვის შიშსაც ამავდროულად.
4 ყვირილი, ედვარდ მუნკი, 1893 წ
მუნკი მზის ჩასვლისას სეირნობდა, როდესაც ღრუბლებმა სისხლივით იწყეს გაწითლება. როგორც თავად თქვა, მან შეიგრძნო \"უსასრულო ყვირილი, რომელიც ბუნებაში ისმოდა\". ვარაუდობენ, რომ ვულკანის ამოფრქვევა შეიძლება იწვევდეს არაბუნებრივად ნარინჯისფერ ცას. კიდევ ერთი ახსნაა მუნკის იმჟამინდელი ემოციური მდგომარეობა და მისგან გამოწვეული შედეგი, რადგან მისი და სულ ახალი წაყვანილი იყო საგიჟეთში. მუნკმა შექმნა ამ ნამუშევრის მრავალი ვარიაცია. ეს ვერსია მოპარული და შემდეგ დაბრუნებულია. ერთ-ერთი პასტელით შესრულებული ვარიანტი ყველაზე მაღალ ნომინალურ ფასად გაიყიდა საზოგადოებრივ აუქციონზე.
შემგროვებლები, ჟან-ფრანსუა მილე, 1857 წ
\"Des glaneuses\" (\"შემგროვებლები\") ასახავს სამ გლეხ ქალს, რომლებიც მოსავლის აღების შემდეგ მინდორში ხორბლის დარჩენილ ღეროების აგროვებენ. სურათი ცნობილია იმით, რომ ჩანს მხატვრის კეთილგანწყობა სოფლის საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენების მიმართ. როდესაც მილემ ეს ნამუშევარი 1857 წელს გააცნო საზოგადოებას, მაშინვე უარყოფითი შედეგი და კრიტიკა მოჰყვა ზედა კლასების მხრიდან. საფრანგეთში ცოტა ხნის წინ იყო 1848 წლის რევოლუცია მომხდარი და ამ სურათმა მაღალ კლასებს შეახსენა, რომ საფრანგეთის საზოგადოება აშენდა მშრომელი ხალხის თავდადებით, რომელიც მზარდი სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი დამქირავებელია. იმ დროს, მშრომელთა კლასი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მაღალი ფენა, და არსებობდა შეშფოთების მიზეზი, საფუძვლიანი ეჭვი რომ სურათს შესაძლოა ქვედა ფენის აჯანყება გამოეწვია. რევოლუციის მიუხედავად, მაღალი ფენის გონება კვლავ სხვანაირად იყო მოწყობილი, ამიტომ მათ ვერ შეძლეს სურათის სწორი მხრიდან აღქმა.
სუსანა და მოხუცები, არტემისია ჯენტელესკი 1610
\"სუსანა და უხუცესები\" აჩვენებს არასასიამოვნო სიტუაციაში მყოფ სუსანას, როდესაც მისი აბანოში ყოფნის ჟამს ორი კაცი მის უკან იმალება. თემა არის დანიელის წიგნში მოთხრობილი ამბის გამოხატვის მცდელობა ფერწერაში, სადაც ასახულია სცენა, როდესაც ორი მოხუცი მამაკაცი უთვალთვალებს ახალგაზრდა ქალბატონს, სახელად სუსანას, ბაღის აბანოში. ორი მოხუცი მოითხოვდა მისგან სექსუალურ კეთილგანწყობას. როდესაც სუსანამ უარი განუცხადა, ისინი ცდილობდნენ მისი რეპუტაციის გაფუჭებას, იქამდე სანამ ახალგაზრდა კაცი დანიელი არ ჩაერეოდა. მან შესთავაზამსაჯულებს, რომ მამაკაცები ცალკე დაეკითხათ. მათი ისტორიები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, ამიტომ სუსანას სახელი არ შებღალულა და სიმართლეს ფარდა აეხადა.
მედუზას ტივი, ჯერიკო, 1918
\"მედუზის ტივი\" (\"Le Radeau de la Méduse\") ასახავს საფრანგეთის საზღვაო გემ \"მედუზას\" ავარიის შედეგებს. დაახლოებით 147 ადამიანი დაიძრა სასწრაფოდ აშენებულ ტივით; ყველა გარდა 15 კაცისა გარდაიცვალა 13 დღის განმავლობაში, როდესაც ისინი გადარჩენას ელოდებოდნენ. მათ, ვინც გადაურჩა გაუწყლოებას და შიმშილს, კანიბალიზმით გაიტანეს თავი. ეს მოვლენა საერთაშორისო სკანდალად იქცა, ნაწილობრივ მედუზის კაპიტნის არაკომპეტენტურობის გამო.
კარტოფილის მჭამელები, ვინსენტ ვან გოგი, 1885 წ
ვან გოგს სურდა გლეხების გამოსახვა, იცე როგორებიც სინამდვილეში იყვნენ და განზრახ აირჩია ესთეტიკიდან უხეში გადახვევის მოდელები. მას სურდა ეჩვენებინა აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების წესი მაღალი ფენისგან. მოგვიანებით მან თავის დას მისწერა და განაცხადა, რომ \"კარტოფილის მჭამელები\" იყო მისი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი.
კომპოზიცია Viii, ვასილი კანდინსკი, 1923 წ
კანდინსკი ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული ფერით, მიიჩნევდა, რომ მას გააჩნია ტრანსცენდენტული თვისებები. მხატვარს სურდა შეესწავლა ურთიერთდამოკიდებულება ხმასა და ფერს შორის ისევე, როგორც მუსიკოსი სიმღერის შექმნის დროს. წრეების, ბადეების, მართკუთხედების, ნახევარწრების, სამკუთხედების და სხვა მათემატიკური ფორმების გამოყენება ნამუშევრებში შეესაბამება მხატვრის რწმენას გეომეტრიული ფორმების მისტიკური თვისებებისადმი, ხოლო ფერები მათი ემოციური ზემოქმედებისათვის იყო შერჩეული.
https://atokafe.wordpress.com/
/ metempsychosiss