28 ნოემბერს, სოფელ მაკვანეთში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, უხუცეს მომღერალს გური სიხარულიძეს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე ესწრებოდნენ.
გურული სიმღერის ერთ-ერთი უხუცესი შემსრულებელი გური სიხარულიძე ღირსების ორდენის კავალერი და ფოლკლორის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. 2013 წელს ფონდმა ,,ქართულმა გალობამ\" მომღერალს ,,ქართული ხალხური სიმღერის მოამაგის\" საპატიო წოდება მიანიჭა. გური სიხარულიძეს 23 ნოემბერს 85 წელი შეუსრულდა.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045