"ხელოვნების ქურუმი" ესპანელ მხატვარ ავგუსტო ფერერ დალმაუს
23 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ესპანელ მხატვარს ავგუსტო ფერერ დალმაუს უმასპინძლა და ხელოვნებასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალურ ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. შეხვედრას ესპანელი მწერალი ლუკას მოლინა დაესწრო. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 24 მაისს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MOMA, ცნობილი ესპანელი მხატვრის ავგუსტო ფერერ დალმაუს ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე, რომელიც ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს ეძღვნება, მოეწყობა ესპანელი მწერლის, ლუკას მოლინას წიგნის „Georgia in the Heart of Afghanistan“ პრეზენტაციაც. გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
„ხელოვნების ქურუმი“ გური სიხარულიძეს
culturegovge culturegovge
„ხელოვნების ქურუმი“ გური სიხარულიძეს
culturegovge culturegovge
„ხელოვნების ქურუმი“ გიზო ჟორდანიას
culturegovge culturegovge
ლევან ცუცქირიძის გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ სხირტლაძე - 85 "ხელოვნების ქურუმი" კულტურის სამინისტრო...
culturegovge culturegovge
ბესიკ ხარანაული - 75 - ხელოვნების ქურუმი კულტურის სამინისტრო...
culturegovge culturegovge
ისლამ ფილფანი ხელოვნების ქურუმი
ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre
გიზო ჟორდანია - 80 „ხელოვნების ქურუმი“ კულტურის სამინისტროსგ...
culturegovge culturegovge