ვითარება უკრაინის ქალაქ მარიუპოლში


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის მიმდებარე სახლები გუშინ 46-მა მშვიდობიანმა მცხოვრებმა დატოვა. უწყების ცნობით, დღის განმავლობაში 25 ადამიანი გამოვიდა, დაღამების შემდეგ კი, ტერიტორია 21-მა პირმა დატოვა. რუსული მხარის მტკიცებით, ევაკუირებულ სამოქალაქო პირებს თავშესაფარი და საკვები მისცეს და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყვეს. გუშინ საღამოს კი, ბატალიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან განხორციელდა 20 მოქალაქის ევაკუაცია, მათ შორის იყვნენ ბავშვები. პალამარმა იმედი გამოთქვა, რომ ევაკუირებული მოქალაქეები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნებოდნენ გადაყვანილი. მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება და ზოგიერთი მათგანი „სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზეა“.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან