სახელმწიფო რწმუნებული საშობაო ღონისძიებებზე ბოლნისშიც იმყოფებოდა


დღესვე, შოთა რეხვიაშვილი, პირველ მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, საშობაო პარაკლისს დაესწრო, რომელიც მეუფე ეფრემმა აღავლინა. მოგვიანებით კი მეუფესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ალილოს მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. საშობაო ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებული პირადად ესტუმრა ბოლნისის ხანდაზმულთა სახლის მცხოვრებლებს, შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა. #ქვემოქართლი2019 #ბოლნისი2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან