საშობაო ნობათი სოფელ ვახტანგისში მდებარე ტაძრისთვის

08.01.2020 02:00

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, საზღვრისპირა სოფელში, ვახტანგისში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს შობა-ახალი წელი მიულოცეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ტაძარს საშობაო ალილოდან შემოწირულობები გადასცეს, ეკლესიის წინამძღვრის ნამუშევრებს გაეცნენ და მამა ნეოფიტეს არსებულ საჭიროებებზე გაესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ ორ ათეულ წელზე მეტია რაც ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
#ქვემოქართლი2020
#გარდაბანი2020
#სახელმწიფორწმუნებული2020
#შოთარეხვიაშვილი2020

გაზიარება:
BacklinkLog