საჰაერო დარტყმები იემენში
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში ჰუსიტების ობიექტებზე თავდასხმები განახორციელეს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარტყმები თვითმფრინავებით, გემებითა და წყალქვეშა ნავებით განხორციელდა. დარტყმები დედაქალაქში, ჰუსიტების წითელი ზღვის პორტში, ჰუდა-იდაში, დამარსა და საადაში დაფიქსირდა. აშშ-ის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მოკავშირეებთან ერთად, იემენში „ჰუსიტების“ 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს. ობიექტები მოიცავს სამეთაურო-საკონტროლო ცენტრებს, საბრძოლო მასალის საცავებს, გამშვებ სისტემებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებს. დ არტყმებისას 100-ზე მეტი მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა იქნა გამოყენებული. ჰუსიტების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი მძიმე საფასურს გადაიხდიან ამ აგრესიისთვის. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ს ძალების მიერ, „გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით“. ბაიდენმა განმარტა, რომ ავიაიერიშები იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმა „ჰუტისების შესაძლებლობების მოშლას ისახავს მიზნად“. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კი აღნიშნა, რომ დარტყმები იყო „აუცილებელი და პროპორციული“. პარალელურად, საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ის აკვირდება სიტუაციას „დიდი შეშფოთებით“. განხორციელებული თავდასხმების გამო, რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნა მოითხოვა, რომელიც სავარაუდოდ დღეს გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საჰაერო დარტყმები „ჰუსიტების“ წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების 47-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალეპოში საჰაერო დარტყმას ერთი ოჯახის 14 წევრი ემსხვერპლა
Music Box
საომარი მოქმედებების მეთოთხმეტე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სირია თურქეთს თვითმფრინავების ჩამოგდებით დაემუქრა
Music Box
ავღანეთში საევაკუაციო პროცესის დამთავრებამდე სულ უფრო ცოტა დ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Atacurile aeriene ale armatei azere asupra unităților de art...
News Ungheni
სარაკეტო დარტყმები კიევზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster