საომარი მოქმედებები ისრაელსა და ირანს შორის

16.06.2025 07:05

მსოფლიო ყურადღების ცენტრში ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარებაა. ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ დაიბომბა ირანის სახელმწიფო ტელევიზია. არიან დაღუპულები. არ წყდება საპასუხო საჰაერო დარტყმები ირანიდან. ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მიტანილი იერიშების შედეგად მსხვერპლია ისრაელში. დაღუპულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა ირანში. განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ რჩება ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელიც 13 ივნისს ისრაელის მთავარ სამიზნედ იქცა. ავიაიერიშის შემდეგ საერთაშორისო ატომური სააგენტო მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს - ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ობიექტის გარშემო რადიაციის დონე ამ ეტაპზე ნორმის ფარგლებშია. თავის მხრივ თეირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურას იწყებს. მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების ფონზე ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივა ბუნდოვანია - თეირანი ვაშინგტონს ისრაელის მოკავშირედ მიიჩნევს და მოლაპარაკების გასაგრძელებლად პირობებს უყენებს. ავიაიერიშების შესაჩერებლად საერთაშორისო დიპლომატია აქტიურდება - თურქეთი მხარეებს მედიატორობას სთავაზობს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
01:06

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება
01:10

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება
01:55

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
04:11

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
00:47

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
01:27

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
04:36

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ისრაელსა და ,,ჰამასს\" შორის საომარი მოქმედებების გამო ღაზის ადგილობრივი მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა
02:01

ისრაელსა და ,,ჰამასს" შორის საომარი მოქმედებების გამო ღაზის...

Euronews Georgia

ყველა ვიდეო