ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება

17.11.2023 01:10

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოში, 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ გატაცებული ერთ-ერთი მძევლის ცხედარი იპოვეს. მოკლული 65 წლის იეჰუ დიტ ვაისია. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში მდებარე ყველაზე დიდ, ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაციას ამ დრომდე აგრძელებენ. ისრაელის პრემიერის განცხადებით, არსებობდა ძლიერი მინიშნებები, რომ „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლები ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. „ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, საავადმყოფოში შევედით",- განაცხადა ნეთანიაჰუმ CBS-თან ინტერვიუში. მისი მტკიცებით, როდესაც ისრაელის ჯარები საავადმყოფოში შევიდნენ, იქ მძევლები აღარ იყვნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში, „ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს. ასევე, მათივე ინფორმაციით, აღმოაჩინეს მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო. მოძრაობა „ჰამასი“ ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება
01:55

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
01:06

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
04:36

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
00:47

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მძევლების საკითხი - მოლაპარაკებები ეგვიპტეში
00:39

მძევლების საკითხი - მოლაპარაკებები ეგვიპტეში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
04:11

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ისრაელსა და ,,ჰამასს\" შორის საომარი მოქმედებების გამო ღაზის ადგილობრივი მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა
02:01

ისრაელსა და ,,ჰამასს" შორის საომარი მოქმედებების გამო ღაზის...

Euronews Georgia

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ბეთლემში ჩავიდა
00:31

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ბეთლემში ჩავიდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო