თავდაცვის მინისტრი მესამე სექტორს შეხვდა

14.03.2019 00:56

თავდაცვის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ლევან იზორიამ მოწვეულ სტუმრებს „მინისტრის დირექტივები 2019“გააცნო. უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. საუბარი დაგეგმილ ადგილობრივ და საერთაშორისო სწავლებებს შეეხო. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის და სამხედრო განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: