ვაშაძე აქციებს აანონსებს

14.07.2022 02:57

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი სექტემბრიდან ფართომასშტაბიან და პერმანენტულ აქციებს აანონსებს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, დაუმორჩილებლობა და არაძალადობრივი აქციები ქვეყნის დეოლიგარქიზაციამდე გაგრძელდება. აქტიური სამოქალაქო პროტესტის და სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი აქციების გამართვის იდეას „ნაციონალური მოძრაობაც“ უერთდება და მიიჩნევს, რომ პროტესტი შედეგს გამოიღებს. საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილი და მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ფართომასშტაბიან აქციებს და დაუმორჩილებლობას პერსპექტივა არ აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: