ჯიფონი საქართველო 2016 გაიხსნა
24 ივნისს, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში (მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი 240), ახალგაზრდული კინოფესტივალი "ჯიფონი საქართველო 2016" გაიხსნა. ფესტივალში მონაწილეობას იღებს 13-დან 18 წლამდე ასაკის, 6 ქვეყნის 350 ახალგაზრდა (საქართველო, იტალია, მაკედონია, ხორვატია, სომხეთი, აზერბაიჯანი). კინოფესტივალის მიზანია ახალგაზრდა თაობისთვის თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება და კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, ასევე კინოხელოვნების საშუალებით, მოზარდებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბება. კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, სემინარებსა და სხვა აქტივობებს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ანიმაციის, სცენარის წერის, კადრირებისა და კინოპოსტერების შექმნის ვორკშოფებში. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
სად ჩატარდება “ჯიფონი საქართველო 2016“ და რა ცვლილებები შეიტ...
Music Box
"ჯიფონი-საქართველო" - საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი "ჯიფონი საქართველო"
culturegovge culturegovge
საერთაშორისო კინოფესტივალი „ჯიფონი საქართველო“
culturegovge culturegovge
საერთაშორისო კინოფესტივალი „ჯიფონი საქართველო“
culturegovge culturegovge
"ჯიფონი 2015" - თბილისი ახალგაზრდულ საერთაშორისო კინო-ფესტივ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯიფონი 2015 ჟიურს წევრთა რეგისტრაციას იწყებს
GNFC - Georgian National Film Center
საერთაშორისო კინოფესტივალი "ჯიფონი"
პირველი არხი Georgian Public Broadcaster