საერთაშორისო კინოფესტივალი „ჯიფონი საქართველო“
16 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საერთაშორისო კინოფესტივალი „ჯიფონი საქართველო“ გაიხსნა. ფესტივალი ოფიციალურად გახსნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ და „ჯიფონის“ წარმომადგენელმა საქართველოში მარკო ჩეზარომ. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ იტალიის ელჩი საქართველოში - ანტონიო ენრიკო ბარტოლი და ფესტივალის უცხოელი წარმომადგენლები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 16-19 ოქტომბერს, თბილისი პირველად მასპინძლობს, საერთაშორისო კინოფესტივალს „ჯიფონი საქართველო“. ფესტივალში მონაწილეობს 13-დან 18 წლამდე ასაკის 500-მდე ახალგაზრდა საქართველოდან, იტალიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ხორვატიიდან. თბილისს ასევე ეწვევიან მოზარდები საქართველოს საზღვრისპირა რეგიონიდან - პანკისის ხეობიდან და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან - ნიქოზიდან და ერგნეთიდან. 4 დღის განმავლობაში ბავშვებისთვის მოეწყობა კინოჩვენებები და გაიმართება დისკუსიები ინგლისურ ენაზე. ახალგაზრდები ფილმის შესახებ იმსჯელებენ და საკუთარ აზრს გაუზიარებენ ერთმანეთს. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
საერთაშორისო კინოფესტივალი „ჯიფონი საქართველო“
culturegovge culturegovge
საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი "ჯიფონი საქართველო"
culturegovge culturegovge
"ჯიფონი-საქართველო" - საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო კინოფესტივალი "ჯიფონი"
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო კინოფესტივალ “ჯიფონის“ დახურვის ცერემონიალი
Music Box
საერთაშორისო კინოფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“ გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წმინდა ანდრიას ჯვარი
icarusge
საერთაშორისო კინოფესტივალი "მემკვიდრეობა"
ფონდი წმიდა ანდრიას ჯვარი