სოფელ ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვრისპირა ტერიტორიაა, ოკუპაციის მუზეუმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიხსნა. ბიბლიოთეკის შენობაში მუზეუმის კუთხე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა გახსნა. აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი დაწესებულებების გახსნა დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. „ერთი წლის წინ გაჩნდა იდეა ოკუპაციის მუზეუმის გახსნისდა ამისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო ფინანსები. მსგავსი მუზეუმი გავხსენით გორში, კასპში, ქარელსა და ხაშურში. სამეგრელოში ეს არის პირველი მუზეუმი, რომელიც აუცილებელია. ამ ეტაპზე აქ მხოლოდ ფოტომასალაა გამოფენილი, თუმცა მომავალში აქ არაერთი დისკუსია მოეწყობა სწორედ დეოკუპაციაზე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ტკივილია. აუცილებლად ვგეგმავთ გაფართოებასაც“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.ოკუპაციის მუზეუმის გახსნას მიესალმებიან ხურჩელები, რომლებიც დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ. მათი თქმით, შენობაში, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლტოლვილთა პირველი საშუალო სკოლის ფუნქციას ითავსებდა, ამ ტიპის კუთხის გახსნა ნიშანდლობლივია.„ნიშანდობლივი და მისასალმებელია, რომ ხურჩაში გაიხსნა ეს მუზეუმი, რადგან ჩვენმა სოფელმა, მისმა მოსახლეობამ რთული გზა გაიარა. ხურჩა ენგურს გამოღმა პატარა სოფელია და არ აქვს თავდაცვითი უნარი. ოთხჯერ მოუწია ამ სოფლის დატოვება ადამიანებს ცნობილი მოვლენების დროს“, - აღნიშნა ჯამბულ ეხვაიამ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა ზუგდიდის მერიის ააიპ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორმა მადონა მაქაცარიამ. მისი თქმით, მუზეუმის სახელწოდება „არვის ჩვენი მიწა“ თავად შეარჩია.„ე.წ. მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებლების გაღიზიანება რომ არ გამოგვეწვია, სიტყვა „საოკუპაციო“, რომელიც არ ჟღერს კარგად, შევცვალეთ და ჩვენს კუთხეს დავარქვით „არვის ჩვენი მიწა“. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რასაც აქ ხედავთ“, - თქვა მაქაცარიამ.მუზეუმში, რომლისთვის ბიბლიოთეკის შენობაში ამ ეტაპზე ორი ოთახი გამოიყო, აფხაზეთის ომისა და შემდგომი პერიოდის მოვლენები ქრონოლოგიურად არის ასახული. მათ შორის, წარმოდგენელია 2016 წლის ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას შესახებ ინფორმაციაც.მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის "ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში" ფარგლებში შეიქმნა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დაკარგული პირუტყვი და საოკუპაციო ხაზთან ცხოვრების ფასი
Livepress. ge
ნარჩენების ეფექტური მართვის ოთხწლიანი პრაქტიკა ხურჩაში
Radio Atinati
სოფელ ხურჩაში ახალი ამბების სააგენტო „აქცენტის“ ორგანიზებით...
odishitv
სოფელ ხურჩაში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან მცირე ზომი...
Tabula ტაბულა
სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობა
Georgia Development Foundation
ბიო მარწყვი ხურჩაში
Radio Atinati
ხურჩაში კონფლიქტის პირა სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრე...
Radio Atinati
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობა...
Wenews. Ge