2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალებულთა აქცია გაიმართება
ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციის დარბევიდან 14 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“, მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი. ამ მოვლენებს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. პროკურატურამ, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და მისი დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა. ამ საქმეზე, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 2014 წლის პირველ აგვისტოს შეეფარდათ. სააკაშვილის წინააღმდეგ ეს საქმე ჯერ ისევ სასამართლო განხილვაშია. 2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალებულები დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეიკრიბებიან. მოქალაქეები 17 საათზე პარლამენტთან მივლენ და 14 წლის წინანდელ მოვლენებს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ. დაზარალებულები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბერს, რუსთაველზე შეკრებილებს ძალადობრივი მეთოდებით გაუსწორდა. ასევე ამბობენ, რომ მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალებულთა აქცია გაიმართება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
7 ნოემბერს დაზარალებულთა აქცია იმართება პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2007 წლის 7 ნოემბერი - რას ისხენებს ფოტოგრაფი, იმედის ჟურნალ...
TV IMEDI
7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სხდომა განახლდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ახალი კვირა" - 11 ნოემბერს, 21:00 საათზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებს სალომე ზურაბიშვილი 07.11.2018
Tv Dia
2007 წლის 7 ნოემბერი - აქციის დარბევა და შეჭრა „იმედში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი მარგველაშვილი - 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების ქცე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster