2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალებულთა აქცია გაიმართება


ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციის დარბევიდან 14 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“, მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი. ამ მოვლენებს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. პროკურატურამ, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და მისი დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა. ამ საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა 2014 წლის პირველ აგვისტოს შეეფარდათ.

2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალებულები დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეიკრიბებიან. მოქალაქეები 17 საათზე პარლამენტთან მივლენ და 14 წლის წინანდელ მოვლენებს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ. დაზარალებულები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბერს, რუსთაველზე შეკრებილებს ძალადობრივი მეთოდებით გაუსწორდა. ასევე ამბობენ, რომ მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან