„ახალი კვირა" - 11 ნოემბერს, 21:00 საათზე

10.11.2018 02:28

• არა ნაციზმს! - საზოგადოების პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლნების ქრონიკა. დაზარალებული მოქალაქეები, დასჯილი მედია და 11 წლით დაგვიანებული ბოდიში • რუსული ოკუპაციის ახალი ხაზი ქარელის რაიონში. სოფელ ატოცში რუსმა სამეხდროებმა რამდენიმე ჰექტარი ოკუპირებულ ტერიტორიად აქციეს. გაზრდილი მიგრაცია სოფელში და ოკუპაციის გავლენა მოსახლეობაზე.რა მასშტაბის გავლენას ახდენს ოკუპანტი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე? • როგორ გაუმკლავდნენ და როგორ დაამარცხეს ავთვსებიანი სიმსივნე ადამიანებმა, რომელთა გადარჩენის შანსი მინიმალური იყო. განსხვავებული დიაგნოზი, ბრძოლის განსხვავებული გზა და ერთნაირი ეპილოგი - ამ ადამიანებმა სხვადასხვა დროს სხვდასხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხეს. პირველად ბოლო 100-წლეულის განმავლობაში გაჩენილი იმედი იმისა, რომ სიმსივნე განკურნებადი გახდება • კუნძული, რომელსაც კოლუმბმა სამოთხე უწოდა და სადაც, გადმოცემის თანახმად, ესპანელი მოგზაურის ნეშტი დღემდე ინახება. ესპანიოლა, ქისქეა, სანტო-დომინგო - ასე უწოდებენ ადგილობრივები დომინიკანელთა რესპუბლიკას. ტროპიკული სანაპიროები, მილიონერების ქალაქი, კოლუმბის შუქურა, ჯიმ კერის ღამის კლუბი, კუნძული-ნაკრძალი საონა და კიდევ უამრავი სანახაობა. ექსკლუზიური რეპორტაჟი დომინიკანელთა რესპუბლიკიდან ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო