ავარიული საბავშვო ბაღი თელავში

10.12.2018 02:41

თელავში მერვე საბავშვო ბაღი ისტორიულ შენობაშია განთავსებული, თუმცა შენობა დიდი ხანია ავარიულია. იმის მიუხედავად, რომ საბავშვო ბაღს რამდენჯერმე ჩაუტარდა რემონტი, კედლები კვლავაც დაბზარულია და ბათქაში ცვივა. აღსაზრდელების მშობლები ბაღის რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლება საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის თანხების გამოყოფაზე, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბიუჯეტში თანხების მოძიებას იწყებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: