ევროკავშირის აშენებული ბაღი ხუნევში
04.09.2023
ხუნევში მცხოვრები 20-მდე ბავშვი წლების განმავლობაში დადიოდა ავარიულ საბავშვო ბაღში, რომელიც 1986 წელს აშენდა და რეაბილიტაცია არასოდეს ჩატარებია. მდინარიდან წყალმოვარდნის შემთხვევაში, არსებობდა ბაღის საძირკვლის გამოცლის საფრთხეც. ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემას წლების განმავლობაში ვერ აგვარებდა, სანამ ბაღის აშენებისთვის ევროკავშირმა 588 ათასი ლარი არ გამოყო. #შინევროპისკენ