ავარიული საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასა და სარემონტო სამუშაოებზე ბიუჯეტიდან ათასობით ლარის ხარჯვა, შემდეგ კი ახლის აშენების დაპირებით ბაღების დახურვა ტენდენციად იქცა თელავის მუნიციპალიტეტში. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სოფელ ფშაველის, ნაფარეულისა და ლაფანყურის საბავშვო ბაღების კუთვნილი ავარიული შენობები სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველად შეაფასა და დასკვნის შესაბამისად, სასწავლო დაწესებულებამ ფუნქციონირება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე შეწყვიტა. ავარიული ბაღების გადასაღებად მისულ „მოამბის“ ჯგუფს თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ შენობის შიდა სივრცეში შესვლის უფლება არ მისცა და ნებართვისთვის თელავის მუნიციპალიტეტის მერთან გადაგვამისამართა. თელავის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა თემის და კითხვების გაცნობის მიუხედავად, საჭიროდ არ მიიჩნია გვენახა ბაღებში არსებული ვითარება და ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ მისგან მხოლოდ ერთი ბაღის შიდა სივრცის გადაღების ნებართვა მივიღეთ. მერის განმარტებით, სოფელ ფშაველში ბაღის რეაბილიტაცია, ხოლო ნაფარეულსა და ლაფანყურში ახალი ბაღების მშენებლობა იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ თანხების მოძიებით შემოიფარგლებიან, რაც იმას ნიშნავს სამი სოფლის 300-მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვი სასწავლო პროცესის მიღმა გაურკვეველი დროით დარჩება.
ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.