როგორი იქნებოდა მსოფლიოს შვიდი საოცრება ძველ დროში?
1. როდოსის კოლოსი კოლსი იყო ბერძნული მზის ღმერთის ჰელიოსის 104 მეტრიანი ტრიუმფალური ქანდაკება, რომელიც მანდრაკის ნავსადგურზე აიგო როდოსში, 49 ფუტიანი მარმარილოს კვარცხლბეკზე, igi გემებს ფეხებს შორის გავლის საშუალებას აძლევდა. როდოსელებმა ქანდაკება ააშენეს ბოლო დროს დამარცხებული კვიპროსის არმიის არსენალის გამდნარი ნაშთებიდან. კოლოსი, ერთიანობის სიმბოლო, თორმეტი წლის განმავლობაში იძერწებოდა ლინდოსელი მჭედლების მიერ. სამწუხაროდ, გიგანტური ზომის მიუხედავად, საოცრებამ 56 წლის შემდეგ ვერ გაუძლო ძლიერ მიწისძვრას. ქანდაკება შემორჩენილი იყო თითქმის ათასწლეულის განმავლობაში, სანამ არაბები შეიჭებოდნენ, მუსლიმმა ხალიფამ მუავიამ გაანადგურა და ჯართად გაყიდა ქანდაკების ნარჩენები. 2.გიზის პირამიდა ასე გამოიყურებოდა. 3. სემირამიდას დაკიდული ბაღები ლეგენდის თანახმად, ბაბილონის დაკიდული ბაღები ააშენეს ევფრატის მახლობლად თანამედროვე ერაყში. ეს ბაღები ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის საჩუქარი იყო მისი მეუღლის, ამიტასათვის 4.ალექსანდრიის შუქურა ალექსანდრიის მონუმენტური შუქურა, პტოლემეოს I- ის დაკვეთითაა აგებული ძვ. წელთაღრიცხვის 300-280წ. 330 ფუტის სიმაღლის სანახაობრივი შენობა საუკუნეების განმავლობაში იყო მსოფლიოში მესამე ყველაზე მაღალი შენობა გიზას პირამიდების შემდეგ. იგი ხელმძღვანელობდა გემებს ზღვაში, სანამ შუქურა თანდათანობით არ დაინგრეოდა XII - XV საუკუნის მიწურულს მომხდარი მიწისძვრების შედეგად. 5.ჰალიკარნასის მავზოლეუმი კარიას მეფის, მაუსოლუსისთვის აშენებული საფლავი იმდენად სანახაობრივი იყო, რომ ამ გვიანდელი მმართველის სახელი გახდა დიდი სამგლოვიარო ძეგლის აღმნიშვნელი ზოგადი სიტყვა. მასიური 148 ფუტის სიმაღლის მავზოლეუმი აშენდა ახლანდელ ბოდრუმში ძვ.წ, 350, თეთრი მარმარილოსგან დამზადებული სტრუქტურა ასახავდა ბერძნულ, ეგვიპტურ და ლიკიურ არქიტექტურულ მახასიათებლებს. XIV საუკუნეში მავზოლეუმი ნელ-ნელა ავარიული გახდა აქ მომხდარი მრავალი მიწისძვრისგან. 6. ზევსის ქანდაკება ხე ყოველთვის იქნება ძვირფასი სამშენებლო მასალა. სამწუხაროდ, ელინური კულტურის ზევსის ქანდაკებამ ოლიმპიაში ვერ გაუძლო დროის გამოცდას - ან, უფრო სწორედ, ცეცხლის გამოცდას. 43 მეტრის სიმაღლის შესანიშნავი სკულპტურა, რომელიც ასახავდა მეხის ღმერთს ტახტზე, იყო ათენელების დაჩრდილვის მცდელობა, მაგრამ იგი დიდხანს არ ბრწყინავდა. მისი ხის ჩარჩო და კედარის ტახტი 426 წელს განადგურდა, ხოლო მისი მდიდრული მოსართავები : ოქრო, სპილოს ძვლის დეკორაციები და ძვირფასი ქვები დაკარგულია, სავარაუდოდ ძარცვისას. 7. არტემიდას ტაძარი ეფესოში იგი სამჯერ აიგო და განადგურდა: პირველი იყო ჰეროსტრატოსი, რომელმაც ეს ყურადღების მისაპყრობად გააკეთა; შემდეგ გოთებმა, რომლებმაც ქალაქი გაანადგურეს გაქცევის დროს; და ბოლოს, ახ. წ. 401 წელს ქრისტიანებმა მხოლოდ ფუნდამენტები და ერთი სვეტი დატოვეს, რომლის ნახვაც დღესაც შესაძლებელია თურქეთში. https://atokafe.wordpress.com/ https://madamfisunia.wordpress.com/ / metempsychosiss
მადამ ფისუნია-ის სხვა ვიდეოები
სოციალური ქსელების ახალი გამოწვევა ART VS. Artist
04:00
ლეგენდები ბრაზილიური ფოლკლორიდან
02:39
ბავშვთა თვალით დანახული რადიკალურად განსხვავებული...
05:06
გაიცანით რეალური მაუგლი - ბიჭი, რომელიც 1872 წელს...
11:21
TOP 10 - ანიმე ფილმი
01:08
დუბლინის მაღაზიაში შუშის იატაკი დამონტაჟდა, რათა ხ...
07:19
დამაინტრიგებელი ისტორიები ყველა დროის ყველაზე ცნობ...
01:27
გაიცანით ძაღლი, რომელიც თავად დადის საყიდლებზე
მსგავსი ვიდეოები
როგორი იქნებოდა მსოფლიო მხსნელის გარეშე
ქრისტიანული არხი • Christian Channel
რა მოხდებოდა, დედამიწა ბრტყელი რომ იყოს ?
იცოდით, რომ
5 ქვეყანა ყველაზე გამორჩეული სასკოლო წესებით
იცოდით, რომ
7 ქვეყანა, სადაც სახლის ყიდვა 1 ევროდ შეგიძლიათ
bii hehe
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
5 ადამიანი,რომელიც ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა
bii hehe
ლიმონ10 - Ep37 - ვალერი ჩეხერია - HOTELIER (მასპინძლობა, Roo...
Nikoloz Gogochuri