პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი გადაცემაში „იმედი LIVE“

06/29/2022
TV IMEDI-ის მიერ

▪„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირამდე მივიდეთ, მაგრამ იქამდე ცოცხლები უნდა ვიყოთ“
▪„არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ვარაუდებს ამყარებს - უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის შეთავაზება და საქართველოსთვის არა, ერთადერთი მიზნით ხდებოდა, რომ საქართველო გამოყონ და შიგნით ტურბულენტობა გამოიწვიონ; ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბევრ ლიდერზეცაა საუბარი“
▪„დღეს მსოფლიოს ახალი გადალაგება მიდის, არავინ იცის, როგორ მსოფლიოში ვიცხოვრებთ 2023 ან 2024 წელს - ყველას საკუთარი ქვეყნის გადარჩენა უნდა, ჩვენ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა გვსურს“
▪„გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღო“
▪„ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ საქართველო, მოლდოვა ომში ერთვება; ეს ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზი ორგან, სამგან გაჩნდება - რუსეთს ბევრად გაუძნელდება ომი, კი, რუსეთისთვის ეს მძიმე იქნებოდა, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვასთვის ეს გამანადგურებელი იქნებოდა“
▪„მოლდოვაში მოსახლეობის 50% მკაფიოდ პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერია - ამ დროს, ჩვენ გვაძლევენ არა კანდიდატობას, არამედ - კანდიდატობის კანდიდატობას, რაც არაფერს ნიშნავს“
▪„ვიდრე სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი, ბევრი პირდაპირი გზავნილი იყო, მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგანაც, იყო დახურული გზავნილებიც“
▪„როცა ამბობ, რომ ევროკავშირის წევრობა გინდა, ბუნებრივია, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ გარკვეულ იურისდიქციებს თმობ და ევროკავშირს გადასცემ“
▪„როცა ხელისუფლებაში მოვედით და სასამართლო რეფორმას ვიწყებდით, უცხოეთიდან, ევროპიდან, ქართული არასამთავრობო სექტორიდან, კატეგორიული მოთხოვნა, თხოვნა, დაჟინებული რჩევა იყო, რომ სასამართლოსთვის მაქსიმალური თვითმმართველობის უფლება მიგვეცა, რასაც ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ მოხდა ისე, ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მოგვიწოდებდა, რომ სასამართლოში მინიმალური ჩარევა ყოფილიყო, დაიწყეს მოთხოვნა, რომ სასამართლოში ჩარევა გაზრდილიყო და, ვთქვათ, [მოსამართლე] ვერ დაგენიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“
▪„ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის „ქართული ოცნების“ დატოვება ადვილი არ იყო“
▪პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი გადაცემაში „იმედი LIVE“

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed...
ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2022