პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი​ გადაცემაში „იმედი LIVE“

27.07.2022 23:28

▪„ქალბატონმა დეგნანმა კითხვას ძალიან მიკიბულ-მოკიბული პასუხი გასცა, როდესაც განაცხადა, რომ დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია - პრაქტიკულად, ეს ნიშნავდა, რომ არ შეხვედრია“ ▪„აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი იმედია, ძალიან დიდი დახმარება გაუწევია საქართველოსთვის და ამის იმედი მომავალშიც გვაქვს“ ▪„ვერ მონახავთ ჩვენს ვერცერთ სიტყვას, სადაც დასავლეთის, თუნდაც ელჩის, ან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის მიმართ კრიტიკაა - ჩვენ კითხვების დასმის უფლება გვაქვს, ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია“ ▪„ომის საფრთხე ძალიან რეალური იყო და დღესაც, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ამის რისკი გამქრალი არაა - ოპოზიცია იყო იმ თამაშის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველო ომში უნდა ჩაეთრიათ“ ▪„ყველაზე ნაკლებად საინტერესოა, რას იტყვის პრეზიდენტი ჩვენზე - როცა ადამიანს ორი სამშობლო აქვს, როგორც ჩანს, კაცმა არ იცის, რომელი უფრო სტკივა, კაცმა არ იცის, რა თამაშს თამაშობს და ვის თამაშს თამაშობს“ ▪„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები იყო, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ თამაშის ნაწილი გახდა“ ▪პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი​ გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო