ევროპის დღე აღინიშნება
დღესვე, 9 მაისს ევროკავშირი ევროპის დღეს აღნიშნავს. საზეიმო თარიღს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები თბილისშიც ზეიმობენ. დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ვიდეომიმართვა გაავრცელა და საქართველოს მოსახლეობას, ევროპის დღე ქართულ ენაზე მიულოცა. პაველ ჰერჩინსკიმ საკუთარ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. დღეს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარდგება. ღონისძიებას კი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში გახსნიან. მიღებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახელოვნებო სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება „მშვიდობის ხიდი“ და სატელევიზიო ანძაც, ასევე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპის დღე აღინიშნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
5 მაისს თბილისში ევროპის დღე აღინიშნება
TV IMEDI
გერმანული "ვოისის" გამარჯვებული ნათია თოდუა სტუმრად იმედის დ...
TV IMEDI
მარნეულში ევროპის დღე აღინიშნა
Municipality of Marneuli
ევროპის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის დღე 2023
TV IMEDI
ევროპის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster