ევროპის დღე
9 მაისი ისტორიული თარიღია მთელი მსოფლიოსთვის. ფაშიზმზე გამარჯვებასთან ერთად დღეს ევროპის დღეც აღინიშნება. სწორედ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 72 წლის წინ ევროპის შესახებ ახალმა ხედვამ, შუმანის დეკლარაციამ და ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირის და ფოლადის თანამეგობრობის იდეამ ევროკავშირის შექმნას დაუდო სათავე. ომების წინააღმდეგ შექმნილი ევროპული გაერთიანების ისტორიაში ახლა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია - უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ევროკავშირი მძიმე გამოწვევების წინაშე დააყენა - როგორ უნდა დაეხმაროს სამხედრო და ფინანსური კუთხით ევროპა უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორი უნდა იყოს ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და როგორ უნდა შემცირდეს ევროპის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე - ეს ევროპელი ლიდერების ყველაზე მთავარი საზრუნავია. ევროპის დღე აღნიშნეს თბილისშიც. საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროინტეგრაციის გზის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპზეა - სამი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის დღე 2018 რიყის პარკში
შენთვის I ForYou
ევროპის დღე
Euronews Georgia
ევროპის დღე
TV IMEDI
ევროპის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის დღე
TV IMEDI