მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები მამუკა კეკელია და გია ჩიხლაძე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩიხლაძეს 90 000 ლარის, ხოლო კეკელიას 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა. მათ აღნიშნული თანხის გადახდა 20 დღის განმავლობაში მოუწევთ. როგორც მოსამართლე შოთა ბიჭიამ სხდომაზე განმარტა, გამოძიების დასრულებამდე ბრალდებულების საპატიმროში ყოფნის საფუძველი არ არსებობს. „მათ პატიმრობა ორი მიზეზის გამო შეეფარდათ. პირველი ეს იყო ერთ-ერთ მოწმეზე შესაძლო ზემოქმედება, რომელიც ბრალდებულის ახლობელია. მეორე - გათავისუფლების შემთხვევაში, თანამდებობაზე დარჩენისა და დანაშაულის გაგრძელების საფრთხე, თუმცა დაცვის მხარემ განმარტა, რომ მოწმის დაკითხვის ოქმს სადაოდ არ მიიჩნევს და არც თანამდებობაზე დარჩენას აპირებს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს მოწმეზე ზეწოლისა და დანაშაულის გაგრძელების საფრთხე“, - აღნიშნა შოთა ბიჭიამ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: / rado.atinati Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება მარტვილის ეპარქიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მარტვილის ეპარქიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარტვილის გამგეობის თანამშრომელთა საქმე
Livepress. ge
ჟურნალისტი ლელა ფაილოძე მარტვილის გამგეობის სამსახურის უფროს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში თვითმმარ...
Radio Atinati
მარტვილში გამგეობის შენობა
info9 info99
მარტვილის გამგეობა
info9 info99
ხმაური მარტვილის გამგებლის კაბინეტში
Livepress. ge