მარცვლეულის შეთანხმების ვადა გახანგრძლივდა
უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 მარტს ამოეწურა, განახლდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრიც და იუწყება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის „მარცვლეულის შეთანხმება“ 120 დღით გახანგრძლივდა. მან მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალურ მდივანს, თურქეთის პრეზიდენტს და თავდაცვის მინისტრს შეთანხმების დაცვისთვის. მისი თქმით, უკრაინის პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, მსოფლიო ბაზარზე 25 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის მიწოდება გახდა შესაძლებელი. შეგახსენებთ, მანამდე რუსული მხარე აცხადებდა, რომ თანახმაა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე, ოღონდ მხოლოდ 60 დღით. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, გასული წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა. ნოემბერში შეთანხმების ვადა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 18 მარტს იწურებოდა. ~ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ანტონიო გუტერეშის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პუტინმა "მარცვლეულის შეთანხმების" განახლებაზე უარი თქვა
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ომის 557-ე დღე - ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„დიდი ოცეულის“ სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარცვლეულის მიწოდება - ახალი მარშრუტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარცვლეულის ექსპორტის საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი - შეთანხმება სტამბოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster