რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება
რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება. გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჟენევის ოფისში, გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საკუთარი მოთხოვნების ჩამონათვალი გადაუგზავნა. მისივე თქმით, რუსეთის პრეტენზიების განხილვა გაერო-ს წარმომადგენლებთან კვირას არის დაგეგმილი. „თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტი არ ხდება, მაშინ უკაცრავად, მაგრამ მოგვიწევს ყველაფრის გადახედვა,“ - განაცხადა რუსმა დიპლომატმა. მისივე თქმით, რუსეთი შეთანხმების გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამისთვის მისი პირობები თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს მხარეებზე. საპასუხოდ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან მუდმივი კომუნიკაცია გრძელდება, ისევე როგორც ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებთან იმისთვის, რომ რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტზე დაბრკოლებები მოიხსნას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - შავი ზღვის უსაფრთხოება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმებაში“ დაბრუნებისკენ მოუწოდებს ევ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარცვლეულის კრიზისი და მსოფლიო ახალი გამოწვევის ზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარცვლეულის ექსპორტის საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთმა უკრაინიდან „მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება“ შეაჩერ...
TV IMEDI
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთი რუსეთის ზოგიერთ მოთხოვნას "ლეგიტიმურად" მიიჩნევს
ამერიკის ხმა
ომი უკრაინაში და სანქციების მეშვიდე პაკეტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster