ბორის შეროზია - ჩერნობილის კავშირის წევრი

07/30/2019
Radio Atinati-ის მიერ

მაშინ, როდესაც უკრაინაში, ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე რეაქტორზე საუკუნის აფეთქება მოხდა, ბორის შეროზია 18 წლის იყო და საბჭოთა ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა. აფეთქებიდან ერთ კვირაში სხვა თანატოლებთან ერთად მატარებელში ჩასვეს და ელექტროსადგურამდე რკინიგზის მშენებლობა დაავალეს. აფეთქებულ რეაქტორამდე ასიოდე მეტრი აშორებდათ. ჩერნობილში ერთი თვეც არ გაუტარებია, თუმცა ეს საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისთვის ჯანმღტელობა შეერყია. ამბობს, რომ იქ ყოფნის დროს წონაში სწრაფად დაიკლო და თმები რამდენიმე დღეში გაცვივდა. ასეთი იყო რადიაციის პირველი კვალი ზუგდიდელ ბიჭზე, რომელსაც ჩერნობილმა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმაც დაუტოვა.
„იმ დროის გახსსენება საერთოდ არ მინდა. ძალიან მიჭირს, არც ოჯახის წევრებთან ვსაუბრობ და არც მეგობრებთან ამაზე. ხანდახან მესიზმრება ხოლმე და მერე ადამიანად აღარ ვვარგივარ. სამუდამოდ გებეჭდება გონებაში“, - ამბობს ბორის შეროზია, თუმცა რადიო „ათინათთან“ ჩერნობილში გატარებული რამდენიმე კვირის დეტალებს მაინც იხსენებს.
გვიყვება, რომ ირგვლივ ყველაფერი ერთმანეთზე უარესი იყო და ყოველი დღე სიკვდილის შიშით იწყებოდა და მთავრდებოდა. არც იმის სჯერა, რომ რადიაციის დონე, რომელსაც ყოველდღე უზომავდნენ, ზუსტი იყო და არც იმის, რომ დღეში რამდენჯერმე გამოცვლილი სპეცფორმა იცავდათ.
„მივიდოდით რეაქტორთან, მიგვყავდა რკინიგზა, ნიღბები გვეკეთა. იმის შემდეგ აბანო, ისევ ტანსაცმლის გამოცვლა, მერე შემოწმება. ახლა რომ ვფიქრობ, გახდიდნენ ერთს რეაქტორიდან გამოსულს, ჩააცმევდნენ მეორეს. რენტგენს რაც შეეხება, კანფეტებივით არიგებდნენ ზომებს, ზოგი 20, ზოგი 25, ზოგი 27... ქალაქი დაცარიელებული, მხოლოდ უპატრონო ცხოველები დადიოდნენ. წკაპ-წკაპ - ასეთ ხმასთან ასოცირდება ჩემთვის რადიაცია“, - ყვება შეროზია.
ჩერნობილიდან ჯარში დაბრუნებულს ზუგდიდში ჩამოსვლა და ახლობლებთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრა არ სურდა. დედამ მხოლოდ 5 წლის შემდეგ გაიგო, რომ მისი შვილი მსოფლიოში უდიდესი ატომური კატასტროფის შუაგულში მუშაობდა.
აფეთქებიდან 33 წლის შემდეგ ბორის შეროზია ამბობს, რომ ჩერნობილი მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მოგონება და მოუშუშებელი ტკივილია, ამიტომაც არ უყურა ამერიკულ სერიალ „ჩერნობილს“და მით უმეტეს, არც რუსების მიერ გადაღებულის ნახვას აპირებს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან