მსჯელობა საპენსიო რეფორმაზე

04.10.2018 01:16

როგორ იმუშავებს საპენსიო რეფორმა და რა სიახლეების დანერგვა მოუწევთ დამსაქმებლებს - ამ თემებზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში, საინფორმაციო შეხვედრაზე იმსჯელეს. განიხილეს დაგროვების წესი, საპენსიო სააგენტოს ფუნქციები და საპენსიო რეფორმის გავლენა ბიზნესზე. შეხვედრაზე, რომელსაც 60-ზე მეტი კომპანია ესწრებოდა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა პრობლემურ საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება. დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება. რეფორმა ითვალისწინებს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ შენატანების დაგროვებას სპეციალურ ფონდში, საიდანაც პენსია გაიცემა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: