ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმის განხილვას მომდევნო საპარლამენტო სესიისთვის გადადებს. როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, რეფორმის მეორე და მესამე მოსმენა შემდეგ საპარლამენტო სესიაზე გაიმართება, რომელიც მაისშია დაგეგმილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობამ რეფორმის გადადების გადაწყვეტილება უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილის გამო მიიღო. ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო სისტემის სადავო ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროტესტი საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას. მთავრობის მიერ ინიცირებული სადავო სასამართლო რეფორმის გამო, ისრაელში იანვრიდან საპროტესტო გამოსვლები იმართება. პროტესტს 27 ქალაქის მერი შეუერთდა, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს. ინიცირებული რეფორმა უზღუდავს უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილებას, შეაჩეროს მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედება. ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართვის პარალელურად, მასშტაბური დემონსტრაციები იმართებოდა თელ ავივსა და იერუსალიმში. თელ-ავივში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა მომიტინგეების დასაშლელად, რომლებსაც ცენტრალური ავტომაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეზღუდვები ახალი შტამის საფრთხის გამო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები „ომიკრონის“ საფრთხის გამო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუხიანის დასახლების მცხოვრებთა მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტურისტული ბიზნესი - მთავრობის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰააგის პროკურორის მოთხოვნა - საერთაშორისო პოზიციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 3 ნოემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster