შეზღუდვები „ომიკრონის“ საფრთხის გამო
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ ჩელმსფორდში და ნოტინგჰემში დაფიქსირდა. „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გამოვლინდა გერმანიაშიც. მედიის ინფორმაციით, საეჭვო შემთხვევა გერმანიის დასავლეთ ნაწილში, კერძო ჰესენის მხარეში აღრიცხეს. როგორც ადგილობრივი მთავრობა ამტკიცებს, „ომიკრონსთვის“ დამახასიათებელი ნიშნები სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მოგზაურს დაუდასტურდა, რომელიც ამჟამად იზოლირებულია. ასევე „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა იტალიაში, ჩეხეთსა და ავსტრიაში. ახალი ვარიანტის გავრცელების საშიშროების გამო, ევროკავშირმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის არის ისრაელი, სადაც ხელისუფლება ყველა უცხოელი ვიზიტორისთვის საზღვრების 14 დღით ჩაკეტვას აპირებს. შესაბამის გადაწყვეტილებას ისრაელის მთავრობის კაბინეტი დღეს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეზღუდვები ახალი შტამის საფრთხის გამო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ომიკრონის“ გავრცელების გამო შეზღუდვები წესდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კოვიდრეგულაციები და პროტესტი ევროპაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდა
TV IMEDI
რთული ეპიდვითარება და ვაქცინაცია - საქართველოში ე.წ. ბუსტერ...
TV IMEDI
კორონავირუსი და „მწვანე პასპორტი“
TV IMEDI
200-ლარიან წახალისებას 50 წელს ზემოთ პირებიც მიიღებენ - საკო...
TV IMEDI