ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

12.10.2021 00:44

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და მკაცრი გზავნილები რუსეთს. დოკუმენტის მიხედვით, ალიანსი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, აზოვისა და შავ ზღვებში ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვასა და რუსეთის მუდმივ ძალისხმევას ამ ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით. რეზოლუციის თანახმად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური კუთხით დისკრიმინაციის გამო, ხაზს უსვამს რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო