ნატოს საპარლამენტო ასამბლეა

09.10.2023 07:19

როგორი იქნება სამომავლო თანამშრომლობა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე - ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ სამი რეზოლუცია დაამტკიცა, რომლებშიც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზეცაა საუბარი. მანამდე რიგით 69-ე სესიის ფარგლებში, რომელსაც სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ქართული დელეგაციაც ესწრებოდა, გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს როლი არაერთხელ აღნიშნეს. სესიის ფარგლებში განხილვის საგანი იყო ისრაელში განვითარებული მოვლენებიც.  „მოამბე“ კოპენჰაგენიდან - ანა ბროლაძე გვეტყვის, კონკრეტულად რა ჩანაწერები გაკეთდა რეზოლუციებში საქართველოსთან დაკავშირებით.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: