ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით ზუგდიდის რაიონული პროკურატურისა და ქალაქ ზუგდიდის მერიის ერთობლივი აქცია გაიმართა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთნ დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში ავტოსანტრასპორტო დარღვევების სხვადასხვა სიტუაციის ამსახველი წარმოდგენა გაიმართა, მოეწყო იმიტირებული ავტოსაგზაო წესების დარღვევის მაგალითები, ხაზი გაესვა ზებრა გადასასვლელის მნიშვნელობას. ამასთან, ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს თეატრალიზებული სანახაობა, დრიფთშოუ და სოციალური ვიდეო კლიპები.
ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლევან სალიას თქმით, საგზაო მოზრაობის წესების დარღვევას ყოველთვის ცუდი შედეგები მოაქვს და მისი დაცვა ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელია.
„დავიცვათ მოძრაობის წესები, დავიცვათ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლე“, - განაცხადა ლევან სალიამ.
კამპანიას ,,არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები’’ საქართველოს პროკურატურა პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის’’ ფარგლებში ახორციელებს. მისი მიზანია მოსახლეობისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებისა და ქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, სატრანსპორტო დანაშაულზე ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/