ხელოვნების ფესტივალი თელავში


„ეზიარეთ მაღალ ხელოვნებას,\"- ხელოვნების აკადემიისა და პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის მიერ ინიცირებული ფესტივალი თელავში 8 დეკემბრიდან დაიწყო, რომელშიც 200-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობს, 12 დეკემბერს დასრულდება. დღეს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გამართულ ღონისძიებაზე მუსიკოსებმა მუსიკალური ნომრები სხვადასხვა კომპოზიციებით შეასრულეს.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა მასტერკლასები, რომელსაც ახალგაზრდა მუსიკოსებს თავად ვალერიან შიუკაშვილი ჩაუტარებს. ფესტივალის დასასრულს კონკურსანტებს საპატიო დიპლომები გადაეცემათ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1kymdN6

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან