დოკუმენტური ფილმების ფესტივალი თელავში
თელავის „მედია კაფემ" დოკუმენტური ფილმების ფესტივალს უმასპინძლა. ნაჩვენები იქნა კანადელი რეჟისორის - იულია ივანოვას ნამუშევარი „ოჯახური პორტრეტი შავ-თეთრში". ფესტივალის ფარგლებში, ასევე, ძველი თელავის ფოტოების გამოფენა გაიმართა. პროექტის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მიზანია, არა მხოლოდ კარგი ფილმების ჩვენება, არამედ მოქალაქეების აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის პროცესში ჩართვა. ფესტივალს სხვა ცნობილ სახეებთან ერთად თელავის მაჟორიტარი დეპუტატი - გელა სამხარაულიც დაესწრო. დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ხელოვნება ადამიანის უფლებებისათვის", პარალელურად საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობს. დოკუმენტური კინოფესტივალების ორგანიზატორია ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია - „ადამიანი გაჭირვებაში". რეგიონალური პარტნიორია - „მედია ცენტრი კახეთი", „საქდოკ ფილმი" საქართველო და „ინტერნიუსი" სომხეთი. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/ZzCOFh
მსგავსი ვიდეოები
დოკუმენტური ფილმების ფესტივალი თელავში
knews. ge
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დოკუმენტური ფილმების ფესტივალი
Bolneli Tv
დოკუმენტური ფილმების ფესტივალი უკვე მეოთხედ ტარდება
CinéDOC-Tbilisi
დოკუმენტური ფილმების ფესტივალი "ქალი კადრში" გაიხსნა
Stu Net
დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CineDoc-თბილისი
კომუნიკატორი / C სტუდია
თბილისში დოკუმენტური ფილმების ფესტივალი დაიწყო
CinéDOC-Tbilisi
„სინედოკ თბილისი“ რეგიონულ კინოჩვენებებს იწყებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster