რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


უკრაინაში კი ომი გრძელდება. უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთის მიმართულებით მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის ხუთი საწყობი, საბორნე გადასასვლელი და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტი გაანადგურეს. ავიაციამ იერიში მიიტანა რუსეთის სამხედროების 18 სამეთაურო და საყრდენ პუნქტზე.

უკრაინული დასახლებების დაბომბვას განაგრძობს რუსეთის არმია. თავდაცვის უწყების ცნობით, დონეცკის ოლქში ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი სამხედროების ცეცხლს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ სლავიანსკში დაიბომბა საბავშვო ბაღი. გრადის ტიპის რაკეტებით დნეპროპეტროვსკის ოლქში განხორციელებული დარტყმის შედეგად კი ერთი ადამიანი დაშავდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან