საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ქაბულიდან
08/16/2021
საქართველოს მოქალაქეები ავღანეთის დატოვებას ცდილობენ - ქაბულში ამ მომენტისთვის ჩვენი 23 თანამემამულე იმყოფება, რომლებიც კერძო კომპანიებში არიან დასაქმებულები. ისინი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან. „თალიბანის“ კონტროლქვეშ მოქცეული დედაქალაქიდან მათ გამოყვანაში საქართველოს თურქეთი ეხმარება. კერძოდ, თურქულმა მხარემ აეროპორტამდე მათი უსაფრთხო ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს.
ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნის ავიაკომპანიით შეძლებენ ისინი სამშობლოში ჩამოფრენას. საქართველოს მოქალაქეები ამ წუთებში ორ სხვადასხვა ბაზაზე არიან განაწილებულები და ტრანსპორტირებას ელოდებიან. ჯერ კიდევ გუშინ მათ გადასაყვანად უკრაინული მხარე იყო მზად, თუმცა გაზრდილი საფრთხეების გამო, საქართველოს მოქალაქეები ქაბულის აეროპორტამდე ვერ მივიდნენ.
გიორგი კობერიძე არკვევს დეტალებს - მოხერხდება თუ არა დღის ბოლომდე საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ქაბულიდან?
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.