საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ავღანეთიდან
ქაბულში მყოფმა საქართველოს 16-მა მოქალაქემ ავღანეთი დატოვა. მათი უსაფრთხო გადაყვანა ქაბულის აეროპორტში, ნატო-ს ბაზაზე დღეს, დილით მოხერხდა. იმის გამო, რომ აეროპორტამდე მისასვლელი გზები სხვადასხვა დაჯგუფებას აქვს ბლოკირებული, მათი აეროპორტში უსაფრთხოდ მიყვანა დღემდე ვერ ხერხდებოდა. ავღანეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ კანადურ კომპანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ, სამშობლოში ბრიტანული მხარის თვითმფრინავით ბრუნდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი ქაბულიდან ჯერ დუბაიში დაეშვება, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეები ან პირდაპირ თბილისში გამოემგზავრებიან, ან რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჯერ ლონდონში მოუწიოთ ჩასვლა. საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან ევაკუაციას პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდება, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კი აცხადებს, რომ ასეთ კრიტიკულ დროს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, „მსურს, უდიდესი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრებისა და პარტნიორების – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის მიმართ. მათ მიერ გაწეული დროული დახმარების შედეგად, ჩვენ შევძელით ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება“, – აცხადებს დავით ზალკალიანი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს მოქალაქეებმა ავღანეთი დატოვეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ჰუმანიტარული მისია ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის პროცესში ჩაერ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ქაბულიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მოქალაქეები სუდანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს...
შინაგან საქმეთა სამინისტრო