საქართველოს მოქალაქეები სუდანში
სუდანში ამ დრომდე რჩება საქართველოს 33 მოქალაქე. ისინი უსაფრთხოდ არიან და საცხოვრებელ სახლებში იმყოფებიან. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხერხდეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, პირველი შესაძლებლობის გამოჩენისთანავე ქართული მხარე შეეცდება, რომ მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელოს - იქნება ეს საჰაერო თუ სახმელეთო გზით. ქართული მხარე კონტაქტზეა როგორც გაერო-ს ოფისთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან. სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ორი ქართული ავიაკომპანიის თანამშრომლები არიან. „ჯეო სქაის“ და „მაი ვეი ეარლაინსის“ გენერალური დირექტორები აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლები თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ამ დრომდე უსაფრთხოდ არიან. მათ საკვები და სასმელი წყალი ისევ მიაწოდეს.სუდანში დროებითი მორატორიუმის გამოცხადების მიუხედავად, ქართველებს სროლების ხმა ისევ ესმით და სიტუაცია ისევ დაძაბულია. სუდანის დედაქალაქიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს გაქცევას. ხარტუმში საკვების, წყლისა და მედიკამენტების დეფიციტია. უკვე მეექვსე დღეა, რაც ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 200 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი ორი ათასს აღემატება. დაპირისპირებული მხარეები 24 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ჯერჯერობით ცეცხლი არცერთ მხარეს არ შეუწყვეტია. შეტაკებები ქვეყნის არმიაში გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების გამო დაიწყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს მოქალაქეები სუდანში
TV IMEDI
საქართველოს მოქალაქეები სუდანში - საგარეო უწყების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა სუდანში
TV IMEDI
ოფიციალური თბილისის სუდანიდან 40-მდე ჩვენი თანამემამულის გამ...
TV IMEDI
საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია სუდანიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტების ტყვეობაში
TV IMEDI
#ახალიკვირა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster