საქართველოს მოქალაქეები სუდანში - საგარეო უწყების განცხადება
სუდანში, სადაც მესამე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის მწვავე დაპირისპირება გრძელდება, საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება მუშაობს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ქვეყანა უსაფრთხოდ დაატოვებინონ. თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უწყება კონტაქტზეა გაერო-ს ადგილობრივ ოფისთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ჰუმანიტარული დერეფნის თემაზე. ასევე მიმდინარეობს კონტაქტის დამყარება დაპირისპირებულ მხარეებთან, თუმცა აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო, ეს ვერ ხერხდება. სუდანში რამდენიმე საათით შედგა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზების მიზნით დაჭრილებისა და დაღუპულების გამოსავლენად, მაგრამ ამ პერიოდშიც საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს მოქალაქეები სუდანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მოქალაქეები სუდანში
TV IMEDI
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა სუდანში
TV IMEDI
ოფიციალური თბილისის სუდანიდან 40-მდე ჩვენი თანამემამულის გამ...
TV IMEDI
საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტების ტყვეობაში
TV IMEDI
#ახალიკვირა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მოქალაქეები იტალიიდან დააბრუნეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster