საქართველოს სამხედრო პოლიციის ინტეროპერაციულობა ნატო–სთან
English • Georgian Military Police on its way t... русский • Совместимость Военной полиции Грузии ... 2014 წელს, ნიუპორტში (უელსი) ნატოს სამიტის დროს საქართველომ ნატო-ს არსებითი პაკეტი (SNGP) მიიღო - ინსტრუმენტი თავდაცვისუნარიანობის განახლებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ინტეროპერაციულობისათვის. პაკეტი შედგენილია სხვადასხვა ინიციატივისგან, რომელშიც წამყვან მონაწილეობას პოლონეთი იღებს, განსაკუთრებით ორი მიმართულებით: სამხედრო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების ძალები. სამხედრო პოლიციის კუთხით, პოლონეთმა საქართველოში პოლონეთის სამხედრო ჟანდარმერიის (პოლონეთის სამხედრო პოლიცია) ექსპერტი მოავლინა საქართველოში, რომელიც თავდაცვის მინისტრის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მუდმივი მრჩევლის ფუნქციას ასრულებს, ნატოს სამხედრო პოლიციის ძალებთან სრული ინტეროპერაციულობის მისაღწევად. დაგეგმილია საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულის ქვედანაყოფის სერტიფიცირება და ნატოს მრავალეროვნულ ბატალიონში ჩართვა, 2020 წლის სექტემბერში, პოლონეთში გასამართი წვრთნებისას. სერტიფიკაციის პროცესში ჩართულები არიან ინსტრუქტორები და ტრენერები პოლონეთის, ხორვატიის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტებიდან. მოსამზადებელი პროცესის გასაადვილებლად და სამხედრო პოლიციის ოცეულის სრული მზადყოფნის მისაღწევად, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, ხელი შეუწყოს პროცესს (ორმხრივი ტაქტიკური ტრენინგებისა და კურსების გავლით, როგორც საქართველოში, ისე პოლონეთში) საჭირო ინდივიდუალური და კოლექტიური სამხედრო აღჭურვილობის გადმოცემით, რომელიც 2020 წელს მოეწოდება საქართველოს. აღნიშნული აღჭურვილობა ხელს შეუწყობს სერტიფიცირებულ ოცეულს ნატოსთან თავსებადობის მიღწევაში.
მსგავსი ვიდეოები
მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში მეგის ქარდავა დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას სასამართლო უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას სასამართლო უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაზიანში სამხედრო პოლიციის დღე აღნიშნეს
პოლიტოლოგი
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ტესტირე...
თავდაცვის სამინისტრო
უკრაინამ საქართველოს გიორგი სამუშია გადმოსცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster