მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომელიც უკრაინაშია დაკავებული, საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, ქარდავამ თავშესაფრის მინიჭების თხოვნით უკრაინის შესაბამის ორგანოებს დაკავებისთანავე მიმართა. უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ქარდავასთვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურები დასრულდება, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო არსებითად განიხილავს მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხს. ვინაიდან მეგის ქარდავას მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა იწურებოდა 2018 წლის პირველ ნოემბერს და მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა არ იყო დასრულებული, მის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა შინაპატიმრობით, რაც გულისხმობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ შეზღუდვების დაწესებას, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას მისი ექსტრადიციის საკითხის განმხილველ ორგანოში წარმოდგენა,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მეგის ქარდავა საექსტრადაციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალ...
TV IMEDI
მოსამართლის გარდაცვალება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს
POS TV
მეგის ქარდავას ექსტრადიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას საქმის მოწმე, ბელა როგავა გადაცემაში „იმედი L...
TV IMEDI
მეგის ქარდავას უკრაინელი ადვოკატი ქარდავას დაკავების დეტალებ...
PalitraNews