79 წლის ციალა ჯოჯუამ შიმშილობა განაახლა
ქალაქ ზუგდიდის მერიასთან 79 წლის ციალა ჯოჯუამ შიმშილობა კვლავ დაიწყო. ის საცხოვრებელი ფართის დაკანონებასა და სარემონტო სამუშაოების დასრულებას ითხოვს. ჯოჯუა მერიას უყურადღებობასა და დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში ზუგდიდში სამართალი ვერ იპოვა. მასთან სასაუბროდ მერის მოადგილე გია გულორდავა მივიდა, რომელმაც მოშიმშილისგან პრობლემა მოისმინა. შემდეგ კი მის საცხოვრებელ ბინაში გადაინაცვლა. მასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, ააიპ „კეთილმოწყობის ცენტრის“ უფროსი მამუკა ციმინტია. ვიცე-მერმა გია გულორდავამ განაცხადა, რომ გაერკვევა ამ საკითხში და ყველაფერს გააკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად. თავის მხრივ, ციალა ჯოჯუა შიმშილობის აქციის შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ დანაპირები არ შესრულდება. ციალა ჯოჯუა საცხოვრებელი ფართის დაკანონებისა და შეკეთების მოთხოვნით პერმანენტულად მართავდა აქციებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
79 წლის ციალა ჯოჯუამ შიმშილობა მეთერთმეტე დღეს შეწყვიტა
Radio Atinati
ზუგდიდში 79 წლის მოხუცმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო
Radio Atinati
79 წლის ციალა ჯოჯუა მერიასთან შიმშილობას იწყებს
odishitv
ციალა შავაძე უნდა გადადგეს - გია აბულაძე
აჭარა ენმ / Adjara unm
#ახალიკვირა მარტო ბებო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
79 წლის ასაკში ამირან შალიკაშვილი გარდაიცვალა
TV IMEDI
79 წლის მოდელი ჩინურ Fashion Week-ზე
კომუნიკატორი / C სტუდია
79 წლის დევნილი ქალი აფხაზეთიდან 28 წელია სახლში აბაზანის გა...
netgazeti ge