ზელენსკი შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი კიევში ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს ვიზიტი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელოვანი გზავნილია. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ევროკავშირის სანქციების გამკაცრება, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, ფინანსური მხარდაჭერა და ევროატლანტიკური მისწრაფებები განიხილებოდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ თავიანთი თავდაცვითი ხარჯები და უკრაინის დახმარება. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით კი, კიევში გამართული შეხვედრების დროს, განხილვის მთავარი საკითხები უკრაინისთვის ტრანსფორმატორების და გენერატორების, ასევე იარაღის მიწოდება იყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინის წინააღდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის, ომის 52-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 52-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 275-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკი ვიშეგოროდში ჩავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩერნიგოვის დაბომბვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster