კელი დეგნანის შეხვედრა დავით ზალკალიანთან

29.12.2021 02:35

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები და ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პროცესის შეფერხების მიმართულებით განხორცილებული ქმედებები და აგრესიული რიტორიკა განიხილეს. ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია ნებისმიერი მესამე მხარის მიერ ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების რევიზიასთან დაკავშირებული განცხადებები და ამ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ასევე აღინიშნა, რომ დღეისთვის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია, ანექსია და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული აგრესიული რიტორიკის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიციების მუდმივი კოორდინაცია და შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კელი დეგნანის შეხვედრა დავით ზალკალიანთან
02:34

კელი დეგნანის შეხვედრა დავით ზალკალიანთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა აშშ-ის ელჩთან
05:19

შეხვედრა აშშ-ის ელჩთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ფილიპ რიკერთან
01:26

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ფილიპ რიკერთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“
32:29

თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“

TV IMEDI

ეპიდვითარება ქვეყანაში და კელი დეგნანის შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან
03:10

ეპიდვითარება ქვეყანაში და კელი დეგნანის შეხვედრა ჯანდაცვის მ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

აშშ-ის ელჩი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს
06:27

აშშ-ის ელჩი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზიდს გაკეთება - კელი დეგნანის შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან
01:28

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზიდს გაკეთება - კელი დ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

კონკრეტულად, რა თემაზე ისაუბრეს ელჩმა და ბიძინა ივანიშვილმა სამსაათიან შეხვედრაზე, ისევ უცნობი რჩება

კონკრეტულად, რა თემაზე ისაუბრეს ელჩმა და ბიძინა ივანიშვილმა...

TV IMEDI

ყველა ვიდეო