აშშ-ის ელჩი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს
ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრა მეორე დღეა აქტიური განხილვის საგანია. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ღია წერილის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ფაქტი დღეს ამერიკის ელჩმაც დაადასტურა. რა იყო სამსაათიანი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები, ამას არც ამერიკელი დიპლომატი აკონკრეტებს, თუმცა ცალსახად აღნიშნავს, რომ 21 მარტის შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე. ელჩის განცხადებით, ივანიშვილთან შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სრულ მხარდაჭერას. დიპლომატის კომენტარმა პოლიტიკურ სპექტრში შეხვედრის შინაარსის მიმართ, ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა. საკითხზე დამატებით განმარტებებს ახლა ორივე მხარეს მმართველი გუნდი სთხოვს. „ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ“, რომ უმჯობესია საზოგადოებას შეხვედრის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს. ელჩის განცხადებას სრულად ენდობა ოპოზიცია, თუმცა მათგან განსხვავებით ამერიკელ დიპლომატს კითხვებზე პასუხებს სთხოვს ოცნებიდან გასული ის სამი დეპუტატი, რომელმაც შეხვედრის თემა პირველმა გააჟღერა. დამოუკიდებელი დეპუტატები კელი დეგნანს მეტ კონკრეტიკას თხოვენ, საჭიროების შემთხვევაში კი, კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროებას აანონსებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ივანიშვილი აშშ-ის ახალ ელჩს შეხვდა
ამერიკის ხმა
გუბაზ სანიკიძის სკანდალური განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
1-ლი ნაწ: აშშ ელჩის, ტაფტის საიდუმლო მიმოწერა 2008 წლის აგვი...
PK TV2
მე-2 ნაწ: აშშ ელჩის, ტაფტის საიდუმლო მიმოწერა 2008 წ. აგვისტ...
PK TV2
აშშ-ის ელჩი ქართულად საუბრობს არჩევნების მნიშვნელობაზე
Formula News
აშშ-ის ელჩი საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის ელჩი საზოგადოებრივ მაუწყებელს ესტუმრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის ელჩი ლუგარის ლაბორატორიაზე გაკეთებული განცხადებების გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster