მოლაპარაკებები უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად


უკრაინის დაბომბვის და საომარი მოქმედებების პარალელურად, მოლაპარაკებები გრძელდება. დიპლომატიური ძალისხმევა არ წყდება. შუამავალი ქვეყნის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვის შემდეგ კიევშია ჩასული. სერგეი ლავროვისგან მიღებულ გზავნილებს და მასთან განხილულ საკითხებს ჩავუშოღლუ უკრაინელ კოლეგას აცნობს. უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ სამშვიდობო შეთანხმებაზე და უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან განხილვის საგანია. ოფიციალური კიევი ხაზს უსვამს, რომ მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, ანუ ცეცხლის შეწყვეტამდე ყოველგვარ შეთანხმებაზე საუბარი წარმოუდგენელია. მთავარი კითხვაა, ვინ უზრუნველყოფს უკრაინის მხრიდან ნეიტრალიტეტის შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოების სრულ გარანტიებს - კიევის პოზიციით, ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა თურქეთი უნდა იყოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან