სარჩელი შსს-ს წინააღმდეგ


5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ დაიცავს.
საუბარია ტელეკომპანიების „მთავარის“, „ფორმულასა“ და „TV პირველის“, ასევე On.ge - ს წარმომადგენლებზე. სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ არის მიმართული. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია ახლო მომავალში კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს სასამართლოს იმ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც ტელეკომპანიებს 5 ივლისის თავდასხმების დროს ტექნიკის განადგურების გამო მიადგათ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან